კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ. ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით, მადლი ხელის გულზე მოუყარეთ, ქალებს დაულოცეთ ქალობა და ბაღის ყვავილივით მოუარეთ თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით, მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო, მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივით და შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს.
ვცდილობ სიხშირეს მოვუმატო თვალის დახუჭვის, რომ წამიერი გაელვება წარსულზე ფიქრის წუთებად იქცეს, მოგონებამ კვლავ შემაწუხოს და დავასრულო დაწყებული სტროფების კვალი.
მახსოვს ბავშვობა, უდარდელი აზრების კონა, ფიქრები მხოლოდ არსებულზე და სანატრელზე, ახლა კი დავრჩი უსუსური ფანდების მონა და გადავყურებ საკუთარ თავს მორბენალს ველზე.
ქუჩებს დავეძებ უფრო მეტი იმედის სხივით, მინდა მივაგნო საოცნებო მთათა ხეივანს, სადაც მხოლოდ, ღრუბლიანი ცა იტირებს ჩემთვის და სიგიჟეთი ვემგვანები ფიქრთა ხეიბარს.
ფიქრი კი ჩუმად გადაითვლის აზრის ჭაღარებს, როცა გიხილავს წამიერად შენ სხვის საწოლთან. კვლავ შევცოდეო! გამიელვებს მე გონზე მოსულს, სახეს ამირევს დარდიანი ცოლის თვალები და ჩემი სიტყვა, რომ ვაწყნარებ მეუღლეს ორსულს : - კვლავ დამესიზმრა ის წყეული ტყე და ჭალები! გადავაფარებ საბანს ისევ, რომ ჩაეძინოს, რომ ვერ დალანდოს ჩემს თვალებში სევდის ცრემლები, მე კი ფიქრებში ჩავიხუტებ წარსულის ღვინოს, რომ მათრობელა მოგონებამ მხვიოს ხელები. მომენატრეო, სიტყვა ჩუმად გადმომექცევა შენზე ფიქრებით ტრანსში შესულს და ნასიზმრალევს და ისევ ცოლის ტკბილი სიტყვა შემომეხვევა:
გთხოვთ, ქალბატონო, მომაწოდეთ ჩემი დღიური, არა, ეგ არა… ოდნავ მარცხნივ და ცოტა ზემოთ.. დამტვერილია.? ალბათ, თაროს ათოვდა მტვერი, მე მაპატიეთ, დაისვარეთ.. მანდ არა, ქვემოთ… იცით, რამდენჯერ მიომია მე ამ დღიურში.? რამდენჯერ სახე დავუკუჭე სულ ფურცელ-ფურცელ, მაგრამ რა ვუყო.. ვერ ველევი, ვერ დავაბერე, თუმცა კი ყდაზე წავაწერე: „Block for all Users.!” თუ გნებავთ დარჩით, მოუსმინეთ ამ მელოდიას, მე წაგიკითხავთ.. წაგიკითხავთ.. კი.. წაგიკითხავთ…
მე ეს ცხოვრება ცრემლებისთვის არ მემეტება, რომ ჩამომრეცხოს და დამატყოს სველი ღარები, რომ დამაბეროს, რომ ბავშვობა მექცეს წარსულად და აწმყოსა და წარსულს შორის ჩადგეს კარები.
მე სიცოცხლეში მინდა მხოლოდ თბილი ფერება, თბილი ხელები, რომ გალობა შემაძლებინოს, რომ მომავალმა არ იჩქაროს წამის ბერება, საათის ისრებს ჩუმი ფეთქვა შეაწყვეტინოს.
მე მონატრებად მინდა მექცეს ბედნიერება, და სევდად მხოლოდ მონატრება ბედნიერების, რომ ეს ბავშვობა უბერებლად იქცეს ერებად, შვილთაშვილებმა არ დაჰკარგონ წესი ფერების.