Gtop.Do.aM განათავსე შენი საიტი მორბენალ სტრიკონში კვირაში 1 ლარად ...
მენიუ
შესვლის ფორმა
შემთხვევითი სიახლე
[HDVD / BDRip / HDTV]
კობრას გადასროლა
[ვარსკვლავები]
Katy Perry
ძებნა
რეკლამა



მთავარი » ფაილები » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

მდაბიური ლექსები ძველი რვეულიდან
2012-03-03, 1:53 PM
***
ცხვება ლავაში,
ლუდხანაში ილევა
ლუდი,
ცვთება ტალახში,
შემცივნული მათხოვრის
ქუდი…

***
ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს,
კვლავ ბოშა ქალი გასძახის, \”ხურდა\”,
ვიღაც პოულობს ნაგავში \”ტუფლებს\”,
და უხარია, (ასეთი სურდა…)

***
წვიმს… მიწისქვეშა გადასასვლელში,
თათარი ბიჭი უკრავს გიტარას,
და ჩუმი ნატვრა ობლის თვალებში,
ქარმა ფოთლებით შემოიტანა…

***
ჩემი ცხოვრება ჰგავს ფოთოლცვენას,
შენ ვიღაც გჩუქნის იისფერ კაშნეს,
როგორც ყვავილზე მტვერის მოვლენა,
შეუმჩნეველი მინდა რომ დავრჩე…

თაკოს

ისევ მარტო ვარ და ვეძებ ბინას,
ღმერთს ვემეტები ცივი ღამისთვის,
შენ იქნებ ახლა სულაც არ გძინავს,
და არჩევ კაბას პაემანისთვის…

***
პოეზიაში – მე ხმელი ტოტი,
რითმისთვის ახლა ვამბობ ”მოვლენებს”,
დამიმახსოვრებს ჩემი ბლოკნოტი,
დავავიწყდები მოძმე პოეტებს…

***
ვიღაცას უდგას დღეები რთული,
მძიმე ავადმყოფს სადღაც უვლიან,
და ვამჩნევ ახლა, რომ ჩემი სული,
ჩემი სახლივით გაბზარულია…

***
ვკითხულობ “ბროდსკის”,
ჩემი ოცნება ჭიანჭველებს
სანაგვეზე გადააქვთ,
მოძველდა დროც კი,
თუ დღეს მომკლავენ,
ჩემთვის სამოთხე უკვე მზადააქვთ…
ქუდი…
კატეგორია: ლექსები სიყვარულზე | დაამატა: ADMIN
ნანახია: 1675 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/19


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
500
რეკლამა


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა




სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
რეკლამა




    


[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]