Gtop.Do.aM განათავსე შენი საიტი მორბენალ სტრიკონში კვირაში 1 ლარად ...
მენიუ
შესვლის ფორმა
შემთხვევითი სიახლე
[ქართულ ენაზე]
A Christmas Carol/საშობაო ისტორია (ქართულად)
[გადახდა]
გადახდა
ძებნა
რეკლამა



მთავარი » ფაილები » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 48
ნაჩვენებია მასალა: 31-40
გვერდები: « 1 2 3 4 5 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
ჰაერი ცივ-ნამიანი,
ჩემთვის აღარ-ა დღიანი!
მას ვშორავ გულ-სევდიანი,
ვის მოლოდნა მაქვს გვიანი!
ქუფრ-ხვევით, თვალ-ცრემლიანი,
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1699 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

იყო საღამო… ერთი კაცისგან შემდგარი ბენდი,
ცაზე არ ჩანდა არც ვარსკვლავი, არც რომანტიკა,
მსმენელი ერთი, არც მოხუცი, არც ახალბედი
და უცხო ხმების უსასრულო, ღრმა დიდაქტიკა…
ასე მგონია, ირგვლივ მხოლოდ სიჩუმე ისმის,
მე ვუკრავ, მაგრამ, თითქოს ნოტებს მოედო ობი!..
მსმენელი ერთი, არც ბავშვი და არც ვიღაც მწირი…
და კვლავ სიჩუმე და სიჩუმე და სიტყვის ფობი.
მორჩა კონცერტი… რომ ჩაუწყდა ხმა ყველა ბგერას,
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1670 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

სისხლისფერ ოცნებებს შევეშვი,დამთავრდა
შემძულდა ნატანჯი თვეები წინ როა,
ტრიალებს უმიზნოდ ეს ბედის ბორბალი
ეს მერემდენეჯერ წყეული ზიროა.

ასფალტზე დაგდებულ ნაბიჯებს მივყვები
ეს შენი თვალები არ მიმზერს,მაბრაზებს
მომწყურდი,გინატრე,დამწყევლა ცდუნებამ
დახრჩობის პირამდე ვიოკებ ნაფაზებს.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1405 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-20 | კომენტარები (0) 

ღამე უჩვეულო,ღამე შფოთიანი.
ფერთა მოზაიკა,ბნელში გახვეული.
მოსჩანს სევდიანი მწუხრის მინაზება.
ცაზე ვარსკვლავები,მთვარე გალეული.

რაღაც შორეული, სულში აღმოცენდა.
უფრო სევდიანი,ვიდრე მწუხარება.
თითქოს შეითვისა გულმა ყოველივე,
სულის მარტოობა,ღამის მდუმარება.

ვიცი საამისოდ ბევრჯერ დავფირდები,
იქნებ უთქმელობა სჯობდა გამჟღავნებას?
მაგრამ ამნაირი ჯანყი,აგონოა,
სულის ესოდენი ძალით ახირება!..

ვიცი,დამიმონებს აღარ მომეშვება.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1471 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-20 | კომენტარები (0) 

შენ მზე ხარ ამქვეყნიური.
გამონათება ღვთიური.
შენ სამოთხე ხარ ვნებული,
ვისთვისაც მიცემს მე გული.
მე გაზაფხული გიწოდე,
მზად ვარ, რომ ცეცხლში ვიწვოდე.
მომედოს შენი სახმილი,
ჭრილობა მქონდეს გახსნილი.
შენ ტკივილი ხარ უძირო,
და ღამის ბინდი უძილო.
შენ ფანტაზიის ნაყოფი,
ჩემი გულის არსაყოფი.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1511 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-20 | კომენტარები (0) 

ეგ საოცარი ბროლის ყელი
და ფიქალ მკერდზე,
თეთრ ღილ-კილოდან ასხლეტილი
ოქროს ღილები…
ჯოკონდას ღიმად ჩამოქნილი
სახის ნაკვთები
და ეგ თვალები,მოლოდინით
გადაღლილები…
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1699 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-20 | კომენტარები (0) 

ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,
რემარკისეულ ბებერ “კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,
შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.

და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,
შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად,
ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ,
ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა,
ამტკივდა შენი არსებობა,
შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი,
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1468 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-20 | კომენტარები (0) 

და როცა ვარდს შეუყვარდა მისი თვალის ბრწყინვალება
თავდახრილი ეს ცხოვრება მხოლოდ იმ ერთს მიანება.
როცა იგრძნო დატანჯულმა მისი სითბოს მხურვალება
ტუჩი დაშრა და მოუნდა მისი ბაგის მწყურვალება.

და როცა ვარდს შეუყვარდა მისი ეკლის მკერდზე ჩხვლეტა,
თითქოს გულზე სისხლის წვეთი უნებურად დაეწვეთა,
ტკივილს იტანს, მაგრამ თვალზე გადაეკრა შავი ნისლი,
მგლოვიარეს რას უშველის დანთხეული ტანჯვის სისხლი.

სიკვდილის წინ არ იშორებს ფიქრებს თავის სანატრელზე,
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1632 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-20 | კომენტარები (0) 

ასე გგონია ვეღარ დავწერ დღეიდან ლექსებს?
ასე გგონია ერთადერთი შენა ხარ მუზა?
ლექსთა სამყაროს მარადიულ შენ ადგენ წესებს
მღვრიე აზრებში როცა ისურვებ ჩაუშვებ ღუზას?
შენ ჩემს სიტყვებში ალბათ ისეთს ვერაფერს ხედავ,
ეგ მკაცრი გული მცირე გრძნობით მაინც აგევსოს
ვიცი ცინიზმით, ალბათ ხშირად თქმასაც გაბედავ:
“ცოტა აკლია, რასაც უნდა იმას დაწერსო,
არავინა ყავს განმკითხავი , არვინ სთხოვს პასუხს,
რეალობაში ვერ პოულობს გიჟი იმედებს
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1589 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-20 | კომენტარები (0) 

რა მშვენიერი დღეები იყო,
იწერებოდა წიგნებში ბედი,
ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს,
მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი.

რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა,
რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე,
რა კარგი იყო რომ წლების წინათ,
ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1678 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

მინი-ჩეთი
500
რეკლამა


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა




სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
რეკლამა




    


[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]