Gtop.Do.aM განათავსე შენი საიტი მორბენალ სტრიკონში კვირაში 1 ლარად ...
მენიუ
შესვლის ფორმა
შემთხვევითი სიახლე
[შუა ქალაქში]
შუა ქალაქში - ანონსი სერია 2 - 12.02 პაატაა გააღე.
[ვარსკვლავები]
Katy Perry
ძებნა
რეკლამა



მთავარი » ფაილები » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 48
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
თვით სიყვარულასაც გაჩნია ერთგვარი “განგება”,

განგება “შეუცნობი-ვითარცა ღვთისა.

გაცნობის დღიდან შენი სითბო ზედ გულზე მადნება,

განგებას მივუხვდი და რომ მიყვარხარ დღეს უნდა გითხრა.

დეს უნდა გითხრა რატომ ვდუმდი ამდენი ხანი…

ან რატომ გავდა პაემანი უხერხულ სიზმარს….

ან რად მიპყრობდა შეხვედრისას ფიქრის კაეშანი….
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1597 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-29 | კომენტარები (0) 

-შენ გაქვს ოცნება ?
-მქონდა...
-და ახლა ?
-ახლა შენ მყავხარ

სახლში მარტო ხარ? ▶მუსიკა ♩♪♫♬ ხმა : ▁ ▂ ▃ ▄ ▅ ▆ █ 100 %

ცხოვრება - (მუსიკა + ფეისბუქი ) = მოწეყნა

ბედნიერება სუნამოა, რომელსაც ისე ვერავის დაასხავავ, რომ არ
თავადაც დაგეპკუროს

-სად წავიდა?
-საავადმყოფოში წიყვანეს. გულის პრობლემები აქვს.
-სერიოზულია რამე ?
-არ, უბრალოდ ''იმან'' დაურეკა

მე შენს გარეშე ვგავარ სტატუსს, ლაიქების გარეშე

ჩემი საუკეთესო მეგობარი არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც იცის თუ როგორ მაკლია, მაგრამ მაინც მემეგობრება

მინდა ზაფხული. შოკოლადისფერი რუჯი, საზამთრო და უდარდელი დღეები.

როდესაც ჩემი ცხოვების შესახებ მეკითხებიან, მე სულ შენზე ვლაპარაკობ
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1876 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

ვეღარ შევცვლი ბედისწერას,
ვეღარ შევწყვეტ შენზე წერას,
ვერ გაშორებ ჯიუტ მზერას,
ნუ გამკიცხავ ეულ მწერალს.

მე ვერ მოგთხოვ პატიებას,
ვერც საფლავთან ატირებას
ნუ დამაყრი გულზე მიწას,
ნურც მომიწყობ გაცილებას.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1613 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

უკვე დამტოვე, შევიშალე ჩემი ფიქრებით,
როგორც ყოველთვის განდეგილი მარტო ვიქნები.
უკვე დამტოვე, შავ-თეთრია ჩემი სამყარო.
არვინ იფიქროს, დარდი გულიდან წამით ამყაროს.

ფიქრებში დაჭრილს ჭრილობას მირჩენს შენი ხელები,
მაშინ ვიფიქრე, ახლა კი ვფიქრობ ვერ შეგელევი.
ბნელეთს მინათებს შენი სპეტაკი, წმინდა თვალები.
მოდი, ბოლომდე გამოანათე, ნუ მემალები!

ჭირში ვისურვე შენი სუნთქვის ამოქროლება.
შენზე ძვირფასი ქვეყნად არვინ არ მეყოლება.
წყალში ვვარდები, იქნებ ფსკერზე აღმოგაჩინო.
ერთხელ დაბრუნდი. იქნებ მოსვლით გადამარჩინო.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1567 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა!
ანდამატისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა!
ვარდის ბაგენი შვენიერად სხვა მაპირებსა!
ჩემებრ უწყალოდ მიიყვანებ გასაკვირვებსა!
როდეს იქნება, შემომხედო გულსა მწირებსა!

ეტლ-შვენიერად მოარული გამჰსგავსე მთვარეს;
შენის ეშყითა მასა შევჰსტრფი, დამე ვვლი გარეს;
უცხო შევიქენ ცნობისაგან, ვარ ჭირსა მწარეს;
უსამართლობამ, მიკვირს, როგორ ვერ შეგაზარეს!
არ ვიცი, ვისსა გაჰსწყობიხარ რჯულსა, ფირებსა?
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1403 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

სევდის ბაღს შეველ შენაღონები:
მოკრეფად მსურდა ვარდის კონები.
ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები,
ისარი მყორცა დასამონები,
სრულად მიმიღო ყოვლი ღონები;
მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები;
მისთვის იქმნები დასაყოვნები!“
ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ;
მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!

იასა ვჰკითხე, – მუნ იდგა ნაზი:
„ვარდსა რა ვუქმენ კართა სარაზი?
„ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!“
მანცა გამაგდო: „გარეგან – გაზი,
„შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი!
„სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი!
„შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი!
„შენის გონებით იქნები რაზი:
„ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!“
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1338 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

ამრი_დამრია სხეულის ეშხმა.

ამრი-დამრია ამ გზების სივრცემ.

ამრი-დამრია თვალების ცეცხლმა.

მთელი დღეები მხოლოდ ერთს გიცქერ.

ოქროს დალალებს დაიშლი წელზე,

ტუჩებს შეამკობ ელვარე სისხლით.

რა ვქნა?ყოველ წამს მე ვფიქრობ შენზე.

კარებთან როგორც ფინია გიცდი.

შენს სიყვარულს ვარ მოშიებული.

ახლა ავხადე გრძნობებს ფარდები.

მათხოვარივით მოციებული

ვოცნებობ, ერთ დღეს შეგიყვარდები.

შენ მდიდარი ხარ, მე კი ღარიბი.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1412 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

მოგიყვები,როგორ ყვავის გაზაფხული
და ჩემს გულში მთვარე როგორ იბადრება.
მოგიყვები როგორ მღერის ჩემი გული,
მასში შენი სიყვარული იბადება.
მოგიყვები რატომ მიყვარს ლურჯი ზღვები
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1491 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

შავნი შაშვნი შავს გალიას შემსხდარნი,
სუფთად მხმობნი, ხმა-ყარიბად მსტვინავნი,
მრჩობლად მხედნი, მით ერთითა პირითა
მათებურად სალ გულთ ამატკინავნი, -

გაზაფხულის შემოსლვისა მხმობელნი,
ია-ვარდ-ზამბახთა მახარობელნი,
სხვა ყვავილთა და სხვა ამბავთ მთხრობელნი,
შავ-ხავედ მოსილნი, ქუფრად მბზინავნი, -
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1646 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

ცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით
ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით!
უცხონი თემით სოფლის ცემით გავიგარენით,
უჭკნობნი ვარდნი ეს-გვარ დარდნი დავიბძარენით, -
არ ითქმის ენით, არცა სმენით, ეს იკმარენით!

როს გვაგონდებით, შევღონდებით, ლომნო ყმა-ძმანო,
თან-ზრდილნო სწორნო, განაშორნო, საყვარლად კმანო!
ვა კიდეგანთა, აზდენ თქმათა გლოვისა ხმანო,
ატადის-კალოს, სავალალოს, სადა ხართ, თქმანო!
დაგვბერნა ქარმან დაუწყნარმან, ზღვად ვიფარენით!
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1484 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-28 | კომენტარები (0) 

მინი-ჩეთი
500
რეკლამა


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა




სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
რეკლამა




    


[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]