Gtop.Do.aM განათავსე შენი საიტი მორბენალ სტრიკონში კვირაში 1 ლარად ...
მენიუ
შესვლის ფორმა
შემთხვევითი სიახლე
[ლექსები სიყვარულზე]
შენ ქრისტესი ხარ მხევალი
[ლექსები სიყვარულზე]
შენ გარდაიცვალე ნ……………..
ძებნა
რეკლამა



მთავარი » ფაილები » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 48
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 4 5 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით
გული ფიანდაზად გაუშალეთ,
შუბლზე გაჩენილი ნაოჭები
ნაზი მოფერებით წაუშალეთ.
ქალებს შვლის ნუკრივით გაუფრთხილდით,
მადლი ხელის გულზე მოუყარეთ,
ქალებს დაულოცეთ ქალობა და
ბაღის ყვავილივით მოუარეთ
თორემ სხვა ძალაა ქალის ძალა
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 11358 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-08 | კომენტარები (0) 

მაგარი ლექსიააა
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 3210 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: cs_admin | რიცხვი: 2012-03-07 | კომენტარები (0) 

ვნებით დაზაფრული,
გული დაშაქრული,
ჩემი გაზაფხული
შენ ხარ.

თვალებმზიანი,
ბაგით ტკბილხმიანი,
მკერდმადლიანი
წევხარ.

შენით ვღელვდები,
მაისს რომ ედრები,
ღმერთს ვევედრები
შენთვის.

მაგ თვალთა კვესას,
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1895 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

სევდისფერ ზეცაზე ნისლმა ჩამოთოვა
ღრუბელი უსაღვრო დარდებმა მოიცვა
შენი გაღიმება ისე მენატრება
თვალებმა სიშორე ცრემლებად მოისხა

სიცივით ატუზულა ოცნება კიბეზე
მთვარე დავიწყებულ ფიქრებს ეფერება
ჩემო ანგელოზო ისე მომინდი
ამ თვალებს გადაღლილს, შენითღა ეშველება

არ იცი როგორი ცუდია ლოდინი
და თუ ლოდინმა დაკარგა ფასი
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1962 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

რითმებს დავეძებ წელშიმოხრილ ბერიკაცივით,
მინდა ცხოვრება ლექსის სტროფად კვლავ ავამღერო,
მაგრამ ფიქრები სადღაც მიდის არაკაცივით
და შეშლილივით ვათამაშებ კალამთა ღეროს.

ვცდილობ სიხშირეს მოვუმატო თვალის დახუჭვის,
რომ წამიერი გაელვება წარსულზე ფიქრის
წუთებად იქცეს, მოგონებამ კვლავ შემაწუხოს
და დავასრულო დაწყებული სტროფების კვალი.

მახსოვს ბავშვობა, უდარდელი აზრების კონა,
ფიქრები მხოლოდ არსებულზე და სანატრელზე,
ახლა კი დავრჩი უსუსური ფანდების მონა
და გადავყურებ საკუთარ თავს მორბენალს ველზე.

ქუჩებს დავეძებ უფრო მეტი იმედის სხივით,
მინდა მივაგნო საოცნებო მთათა ხეივანს,
სადაც მხოლოდ, ღრუბლიანი ცა იტირებს ჩემთვის
და სიგიჟეთი ვემგვანები ფიქრთა ხეიბარს.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1575 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

თუ უშენობა უშენობით გამათამამებს

სულ სხვაგან წასულს გიღალატებ საკუთარ ცოლთან.!

ფიქრი კი ჩუმად გადაითვლის აზრის ჭაღარებს,
როცა გიხილავს წამიერად შენ სხვის საწოლთან.
კვლავ შევცოდეო! გამიელვებს მე გონზე მოსულს,
სახეს ამირევს დარდიანი ცოლის თვალები
და ჩემი სიტყვა, რომ ვაწყნარებ მეუღლეს ორსულს :
- კვლავ დამესიზმრა ის წყეული ტყე და ჭალები!
გადავაფარებ საბანს ისევ, რომ ჩაეძინოს,
რომ ვერ დალანდოს ჩემს თვალებში სევდის ცრემლები,
მე კი ფიქრებში ჩავიხუტებ წარსულის ღვინოს,
რომ მათრობელა მოგონებამ მხვიოს ხელები.
მომენატრეო, სიტყვა ჩუმად გადმომექცევა
შენზე ფიქრებით ტრანსში შესულს და ნასიზმრალევს
და ისევ ცოლის ტკბილი სიტყვა შემომეხვევა:
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1720 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

გთხოვთ, ქალბატონო, მომაწოდეთ ჩემი დღიური,
არა, ეგ არა… ოდნავ მარცხნივ და ცოტა ზემოთ..
დამტვერილია.? ალბათ, თაროს ათოვდა მტვერი,
მე მაპატიეთ, დაისვარეთ.. მანდ არა, ქვემოთ…
იცით, რამდენჯერ მიომია მე ამ დღიურში.?
რამდენჯერ სახე დავუკუჭე სულ ფურცელ-ფურცელ,
მაგრამ რა ვუყო.. ვერ ველევი, ვერ დავაბერე,
თუმცა კი ყდაზე წავაწერე: „Block for all Users.!”
თუ გნებავთ დარჩით, მოუსმინეთ ამ მელოდიას,
მე წაგიკითხავთ.. წაგიკითხავთ.. კი.. წაგიკითხავთ…
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1963 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

მე ეს ცხოვრება ცრემლებისთვის არ მემეტება,
რომ ჩამომრეცხოს და დამატყოს სველი ღარები,
რომ დამაბეროს, რომ ბავშვობა მექცეს წარსულად
და აწმყოსა და წარსულს შორის ჩადგეს კარები.

მე სიცოცხლეში მინდა მხოლოდ თბილი ფერება,
თბილი ხელები, რომ გალობა შემაძლებინოს,
რომ მომავალმა არ იჩქაროს წამის ბერება,
საათის ისრებს ჩუმი ფეთქვა შეაწყვეტინოს.

მე მონატრებად მინდა მექცეს ბედნიერება,
და სევდად მხოლოდ მონატრება ბედნიერების,
რომ ეს ბავშვობა უბერებლად იქცეს ერებად,
შვილთაშვილებმა არ დაჰკარგონ წესი ფერების.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1863 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

ღამემ უსურვილო ცაზე ამათრია
ვარსკვლავდაბერტყილი თუთის კენწეროდან,
ვიცი ტუჩებიდან ამბორს ამათლიან,
ქალაქს წვიმაში რომ მხრებზე ეცემოდა.

ღრუბლის აივანზე სხივის გამოფენას,
ჩრდილებჩამოწელილ კედლის ავარიას,
მზისკენ დედამიწის ყოველ გამოფრენას
წარსულუქონელი აწმყო აბარია.

ხვრეტდა ხელისგულებს ცერით ბალერინა,
ღამის სიგარეტი მალე იწეოდა
და მე ვიხსენებდი, შენი მანერიდან
ქალის სიფაქიზე როგორ იქცეოდა.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1943 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

***
ცხვება ლავაში,
ლუდხანაში ილევა
ლუდი,
ცვთება ტალახში,
შემცივნული მათხოვრის
ქუდი…

***
ქალაქის ფოთლებჩაცვენილ ქუჩებს,
კვლავ ბოშა ქალი გასძახის, \”ხურდა\”,
ვიღაც პოულობს ნაგავში \”ტუფლებს\”,
და უხარია, (ასეთი სურდა…)

***
წვიმს… მიწისქვეშა გადასასვლელში,
თათარი ბიჭი უკრავს გიტარას,
და ჩუმი ნატვრა ობლის თვალებში,
ქარმა ფოთლებით შემოიტანა…

***
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1673 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

მინი-ჩეთი
500
რეკლამა


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა




სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
რეკლამა




    


[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]