Gtop.Do.aM განათავსე შენი საიტი მორბენალ სტრიკონში კვირაში 1 ლარად ...
მენიუ
შესვლის ფორმა
შემთხვევითი სიახლე
[ვარსკვლავები]
Vanessa Hudgens
[ლექსები სიყვარულზე]
უბრალოდ დრო ყეფს!
ძებნა
რეკლამა



მთავარი » ფაილები » ლექსები » ლექსები დედაზე

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 28
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
magari leqsia shedit sruliadshi
ლექსები დედაზე | ნანახია: 4752 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: cs_admin7240 | რიცხვი: 2012-04-29 | კომენტარები (0) 

შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს
და მენატრება შენი ალერსი
ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს
როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში
მე არ მესმოდა შენი ცრემლების
რადგან ვიყავი პატარა ბავშვი
შენ მიხუტებდი უმალვე გულში
და ცრემლს იკლავდი შენ ჩუმად გულში
გავიზარდე და უმალ ვისწავლე
ამ ცხოვრებაში ცრემლების ფასი
ეხლა კი ვხვდები რაზეც ტიროდი
შენ შეგაჩეჩეს ორი ბავშვი
უმამოდ გვზრდიდი გზას გვინათებდი
და გაუძელი ბევრ დაბრკოლებას
ლექსები დედაზე | ნანახია: 2752 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ…
შენს ამაგს ვხედავ….
შენს ხოტბას ვბედავ….
ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ
მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან….
გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ…..
ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი….
არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…
ლექსები დედაზე | ნანახია: 2433 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
ლექსები დედაზე | ნანახია: 2025 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
ლექსები დედაზე | ნანახია: 2026 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე,
განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია,
ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს,
რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ.

იყო დროება მხნედ რომ იყავი,
სიბერე უცებ შემოგპარვია,
გაგთეთრებია თმები ძვირფასო,
და გულზე ცეცხლი შემოგდებია.
ლექსები დედაზე | ნანახია: 2030 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს?
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი,
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება?
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით,
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
ლექსები დედაზე | ნანახია: 2511 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

დედავ -- სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ -- სიცოცხლის ბურჯო მაგარო,
.. ეს გული შენი გულით ხალისობს,
...შენი თვალებით ვხედავ სამყაროს

ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას", „მზე შინას",
.. რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა

როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
.. შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული

შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
ამ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.
ლექსები დედაზე | ნანახია: 3015 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

დავრჩები შენთვის მუდამ პატარა, თუმც შეგპარვია თმაში ჭაღარა
ერთადერთი ხარ ვინც მე მატარა, გაბერილ მუცლით ცხრა თვე პატარა
დაბადებიდან მე შემასწავლა ენა ქართული, ტკბილი, ნარნარა
ამაგს ვეცდები, რომ დაგიფასო ჩემო ლამაზო დედა – მანანა
მე მახსენდება ის სათნო სახე, თბილი ხელები, ლამაზი ბაგე
ისწავლე შვილო, ბევრიც იწვალე, ოფლი დაღვარე ჩვენც გაგვახარე
ყვავილს უსუნოს ვარდთან თუ დადებ, ვარდის სურნელი აუვა მასაც
ლექსები დედაზე | ნანახია: 2430 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…

როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…
ლექსები დედაზე | ნანახია: 3869 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

1-10 11-20 21-28
მინი-ჩეთი
500
რეკლამა


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა




სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
რეკლამა




    


[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]