Gtop.Do.aM განათავსე შენი საიტი მორბენალ სტრიკონში კვირაში 1 ლარად ...
მენიუ
შესვლის ფორმა
შემთხვევითი სიახლე
[რუსულ ენაზე]
Turn Me On, Dammit! / Få meg på, for faen (2011/RUS/HDRip)
[კომედი შოუ]
გადაცემის შესახებ
ძებნა
რეკლამა



მთავარი » ფაილები » ლექსები

მასალების განყოფილებაში: 76
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 ... 7 8 »

როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…

როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…
ლექსები დედაზე | ნანახია: 3875 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-03-03 | კომენტარები (0) 

მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბსა მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს აროს,
შენნი უწყალო ჰინდ-ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!

როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი!
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1556 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-29 | კომენტარები (0) 

მოდი უხმოდ მოვკლათ დარდი
ფიქრებს მივართვათ ჩვენ ვარდი
სიყვარულის ჟრუანტელს გავდი
ისევ გულში ჩამივარდი
ნეტავ ისევ მოვა დარი
თუ ისევ სევდა და ქარი
დაგლილი თვალების ალი
და ისევ უგონოდ მთვრალი
მოლანდებას თუ მოკარი თვალი
ალბათ ისევ დაკარგე თავი
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1793 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-29 | კომენტარები (0) 

ქარი ალერსში გამხვევს უთუოდ,
ფიქრებს მომტაცებს ალბათ უამრავს,
მე იმ სიყვარულს გაჩუქებ ახლა
რომელიც ალბათ არვის უნახავს..
სიო ჩურჩულით შენს სახელს მეტყვის,
დაუმონებელს,ველურს..უმართავს..
მე იმ სიყვარულს,მე იმ გულს გიძღვნი,
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1515 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-29 | კომენტარები (0) 

წეღან ჩადგა ქარი,
არ მეცნო ეს ქალი.
ზეცა გადალახე
და ვერ დამინახე.

მომე იის კონა,
განა ერთი ტონა;
მე ხომ ცოტა გთხოვე,
ისიც ვერ იპოვე…
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1703 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-29 | კომენტარები (0) 

ფურცლების დროში თუ ჩაიქცა ზოგჯერ მელანი,
დროდადრო ცრემლმა თუ დაატყო სისველე ლოყებს,
თუ შენმა მზერამ გაიტაცა ფიქრის მერანი
გულს ნუ დაკუჭავ უსისხლობით, უბრალოდ დრო ყეფს!

ასეა, როცა მოშივდება გრძნობებს წანწალით,
გონება როცა გადახლართავს აზრების თოკებს,
როცა სულ უცხო მოგადგება სევდის სახლ-კარით,
სულს ნუ დათრგუნავ უწმინდობით, უბრალოდ დრო ყეფს!
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1077 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-29 | კომენტარები (0) 

ჩემთან ცხოვრებას უარყოფ ებრძვი
მე კიდე შენთვის ყველაფერს შევცვლი
ყოველ დღე გეტყვი მიყავრხარ ბეკი
და გავჩუმდები ამაო ცრემლით
ყველაფერს შევცვლით ამჯერად მეტყვი
რად გინდა ბიჭო უაზრო ლექსი
მერე თავს დავხრი ჩუმად და სევდით
მერე შენ მოხვალ და ყურთან მეტყვი
რომ გენატრები ვერაფრით მებრძვი
აბა რად გინდა ტანჯვაში ცრემლი
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1717 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-29 | კომენტარები (0) 

იცით, მომწონხართ… და რატომღაც მეუცხოებით,
არადა ჩემი ხელებიც კი თქვენი მგონია,
დაგმგვანებივართ არეული ჩემი ცხოვრებით,
უკიდეგანოს თურმე ორი კიდე მქონია.
თქვენც დაიბენით.? მე შეგატყეთ – თმა გაისწორეთ.
მერე რა მოხდა თუ ეს გული თქვენი მგონია.
რა გაიფიქრეთ.? მეც მითხარით… ის არის სწორედ.
ჩემი ფიქრებიც, ახლა მივხვდი, თქვენი ტოლია.
არა, გაჩერდით. სად მიდიხართ.? ფეხებს დაიღლით.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1649 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-29 | კომენტარები (0) 

ვარ უცხო ვინმე ყარიბი,
ამა სიტყვითა მხმობელი,
ამა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი:
მონა ვარ მისი მუდამ ჟამ
და მისი შემამკობელი, -
იგია ჩემი ხელმწიფე
და ჩემი დამადნობელი!

ფუცავ, მე არვინ მიხილავს,
რომ არს შვენებით ანაო!
მთვარესა ეზრახებოდა:
„შენ ვერ ხარ ჩემისთანაო!“
ვარსკვლავნი მუდამ სამონოდ
გარს უდგენ თანის-თანაო.
მხილველნო, დამემოწმენით:
კარგი ყოფილა განაო?
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1446 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-29 | კომენტარები (0) 

სურნელი მიყვარს ასულების,
ნატვრას რომ სიზმარში გისრულებენ,
სიტყვები _ უშნოდ თავგასულები,
სიტყვებად დაშლილი სისულელე.

საათი დროიდან მიმალული,
სუფრა უსასრულო სასმისებით,
ჩემი დალუქული სინანული,
მარტის უყვავილო გასხვისებით.

მიყვარს გაფრენილი თავსაფარი _
ქარის თავსატეხი ისტორია,
ცხელი ამბორების ტანსაბანი _
ვნებაუსასრულო მისტერია.

მიყვარს სიცილისგან გადარევა,
დილა მზისსხივებამადიანი,
ღამის ღრიანცელში გატარება,
ღამე ღვინიანი, დარდიანი.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1580 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-29 | კომენტარები (0) 

მინი-ჩეთი
500
რეკლამა


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა




სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
რეკლამა




    


[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]