მაპატიე რომ გავბედე მე ოცნება შენზე დავიღალე აგარ მსურს რომ ვიზრუნო სხვებზე დრო მოვიდა რომ დავიწყო ცოტა ფიქრი ჩემზე მე კომენტარს არ მოვისმენ ჩემ დაწერილ ლექსზე
შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს და მენატრება შენი ალერსი ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში მე არ მესმოდა შენი ცრემლების რადგან ვიყავი პატარა ბავშვი შენ მიხუტებდი უმალვე გულში და ცრემლს იკლავდი შენ ჩუმად გულში გავიზარდე და უმალ ვისწავლე ამ ცხოვრებაში ცრემლების ფასი ეხლა კი ვხვდები რაზეც ტიროდი შენ შეგაჩეჩეს ორი ბავშვი უმამოდ გვზრდიდი გზას გვინათებდი და გაუძელი ბევრ დაბრკოლებას
ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ… შენს ამაგს ვხედავ…. შენს ხოტბას ვბედავ…. ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან…. გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ….. ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი…. არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი… ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება. მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი, ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება. მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია. შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი… ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი, შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
დავრჩები შენთვის მუდამ პატარა, თუმც შეგპარვია თმაში ჭაღარა ერთადერთი ხარ ვინც მე მატარა, გაბერილ მუცლით ცხრა თვე პატარა დაბადებიდან მე შემასწავლა ენა ქართული, ტკბილი, ნარნარა ამაგს ვეცდები, რომ დაგიფასო ჩემო ლამაზო დედა – მანანა მე მახსენდება ის სათნო სახე, თბილი ხელები, ლამაზი ბაგე ისწავლე შვილო, ბევრიც იწვალე, ოფლი დაღვარე ჩვენც გაგვახარე ყვავილს უსუნოს ვარდთან თუ დადებ, ვარდის სურნელი აუვა მასაც