Gtop.Do.aM განათავსე შენი საიტი მორბენალ სტრიკონში კვირაში 1 ლარად ...
მენიუ
შესვლის ფორმა
შემთხვევითი სიახლე
[ქართულ ენაზე]
ლუი ანდერსონი სეზონი 1 სერია 2 ონლაინში
[ვარსკვლავები]
კიმ კარდაშინანი გუშინ 19 თებერვალს მაიამის პლიაჟზე
ძებნა
რეკლამა



მთავარი » ფაილები » ლექსები

მასალების განყოფილებაში: 76
ნაჩვენებია მასალა: 61-70
გვერდები: « 1 2 ... 5 6 7 8 »

ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ…
შენს ამაგს ვხედავ….
შენს ხოტბას ვბედავ….
ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ
მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან….
გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ…..
ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი….
არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…
ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას შენგან
ლექსები დედაზე | ნანახია: 1602 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

მახსოვს პირველად რომ დაგინახე
იყავი ნაზი და მომცინარი
მახსოვს პირველად როგორ შემეხე
მახსოვს პირველი შენი ამბორი…

მე მაშინ მივხვდი, რომ გამიმართლა
ვიგრძნობდი მარად ულევ სიყვარულს
მეც მიხაროდა შენს გვერდით ყოფნა
შენი ტუჩების ნაზი ამბორი…
ლექსები დედაზე | ნანახია: 2330 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი…
ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება.
მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი,
ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება.
მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია.
შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი…
ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი,
შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
ლექსები დედაზე | ნანახია: 1619 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს,
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ნეტავ ვის ატან შენს ლოცვას ძლიერს?!
ნეტავ სანთელი ვისთვის ანთია?
ან ვისთვის აქრობ მაგ ცრემლით სანთელს?
ვის მისდის ნეტავ გულით ნალოცი,
ვის აძლევს ძალას ვის ეფერება?
ვის უმღერ ნანას ძილის წინ ტკბილი ხმით,
ან ვის ეფერები ტკბილი ხმით?
ნეტავ ვისთვის ანთებ მაგ სანთელს?
ან ვის მიუდის ეგ ლოცვა ძლიერ?
ლექსები დედაზე | ნანახია: 1852 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

ვხედავ ნაოჭებს მაგ შენს სახეზე,
განვლილ დროს კვალი რომ დაუტყვია,
ნაჯაფარ ხელებს, სევდიან თვალებს,
რამდენი ტანჯვა გამოუვლიათ.

იყო დროება მხნედ რომ იყავი,
სიბერე უცებ შემოგპარვია,
გაგთეთრებია თმები ძვირფასო,
და გულზე ცეცხლი შემოგდებია.
ლექსები დედაზე | ნანახია: 2187 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს.
ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით.
მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
სიხარულს მოგგვრი, მოგიტან პეშვით

ქალი ხარ, ნაზი იების მსგავსი.
ჩემთვის ხატებას რომ უტოლდები.
დარდით ნუ მოსდე მაგ ჩვილ გულს ხავსი.
არ მოამტვრიო სხეულს ტოტები.
ლექსები დედაზე | ნანახია: 1700 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
უფრო ლამაზი ჩანხარ,
ბედნიერი ვარ შენით,
მუდამ ჩემს გულში მყავხარ…
ბევრჯერ გატკინე გული,
ცრემლიც გადინე მე და-
თუ გაწყენინე რამე-
გთხოვ,მაპატიე დედა.
ხარ ჩემი საფიცარი,
ლექსები დედაზე | ნანახია: 1793 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

რა მშვენიერი დღეები იყო,
იწერებოდა წიგნებში ბედი,
ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს,
მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი.

რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა,
რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე,
რა კარგი იყო რომ წლების წინათ,
ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე.
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1678 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1688 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

მე ჩვენს ობლობას არავის ვდებ ბრალად იცოდე,
უმშობლოდ გაზრდილ სიყვარულით მიყვარდი მარად…
ვნების ქარცეცხლში კისრად ვიდებ სწორედ იმ ცოდვებს,
რომ მიმაჩნია მე სამოთხის დაკარგვის დარად…

მწველი ფიქრები შემაჩვიე, როგორც ლანდები
და ემსგავსები გაზაფხულზე მოვარდნილ მეწყერს,
ჩემში შეგინდობ ყველა ცოდვას…
მერე გაქრები…
დიდ მონატრებად მოგიძღვნიან უნაზეს ლექსებს
ლექსები სიყვარულზე | ნანახია: 1529 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

მინი-ჩეთი
500
რეკლამა


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა




სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
რეკლამა




    


[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]