Gtop.Do.aM განათავსე შენი საიტი მორბენალ სტრიკონში კვირაში 1 ლარად ...
მენიუ
შესვლის ფორმა
შემთხვევითი სიახლე
[ლექსები დედაზე]
ლექსები დედაზე
[მოდა და მოდელები]
სუპერმოდელი Jennifer Ellison
ძებნა
რეკლამა



მთავარი » ფაილები » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

უბრალოდ დრო ყეფს!
2012-02-29, 9:23 PM
ფურცლების დროში თუ ჩაიქცა ზოგჯერ მელანი,
დროდადრო ცრემლმა თუ დაატყო სისველე ლოყებს,
თუ შენმა მზერამ გაიტაცა ფიქრის მერანი
გულს ნუ დაკუჭავ უსისხლობით, უბრალოდ დრო ყეფს!

ასეა, როცა მოშივდება გრძნობებს წანწალით,
გონება როცა გადახლართავს აზრების თოკებს,
როცა სულ უცხო მოგადგება სევდის სახლ-კარით,
სულს ნუ დათრგუნავ უწმინდობით, უბრალოდ დრო ყეფს!

მერე რა მოხდა, თუ ცხოვრებას მოედო ხავსი,
დროდადრო მზემაც თუ დაატყო სიმშრალე ფორებს,
გთხოვ, გადაივლე ბედნიერი გრძნობების თასი
და გული იგრძნობს რომ უბრალოდ… უბრალოდ დრო ყეფს!
კატეგორია: ლექსები სიყვარულზე | დაამატა: ADMIN
ნანახია: 1077 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/24


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
500
რეკლამა


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა




სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
რეკლამა




    


[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]