2011 წლის მაისში რუსთავი 2-ზე დაიწყო ახალი იუმორისტული გადაცემა «თქვენი შოუ», რომელსაც წარმოგვიდგენს შემოქმედებითი ჯგუფი «კომედი გრუპი». პროექტის ავტორია გიორგი აფციაური.
ეს გახლავთ გადაცემა, სადაც ბევრი ახალი სახე მონაწილეობს. იგი მოიცავს სხვადასხვა ჟანრის იუმორისტულ, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ნომრებს, მონოლოგებს, წარმოგვიდგენს ცნობილ ადამიანებს განსხვავებულ ამპლუასა და სკეტჩში, მინისცენებს და გადაცემის წაყვანის ორიგინალურ ფორმას.
ეთერში გასვლის შემდეგ ახალმა სახეებმა დიდი მოწონება დაიმსახურეს ხალხში, რამაც განაპირობა გადაცემის პოპულარობა.ვრცლათ სრულად ნახვაში
| +30 |