შენზე ფიქრებით ვათენებ ღამეს და მენატრება შენი ალერსი ჩუმად ვიხსენებ იმ მწარე დღეებს როცა ტიროდი ჩუმ ცივ ღამეში მე არ მესმოდა შენი ცრემლების რადგან ვიყავი პატარა ბავშვი შენ მიხუტებდი უმალვე გულში და ცრემლს იკლავდი შენ ჩუმად გულში გავიზარდე და უმალ ვისწავლე ამ ცხოვრებაში ცრემლების ფასი ეხლა კი ვხვდები რაზეც ტიროდი შენ შეგაჩეჩეს ორი ბავშვი
ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ… შენს ამაგს ვხედავ…. შენს ხოტბას ვბედავ…. ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან…. გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ….. ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი…. არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი… ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას შენგან
შენი თვალების შუქი არის ჩემი ფარანი… ნათლით,რომელიც შენ მიბოძე,სული ივსება. მე შენს სიყვარულს ვერ მასწავლის კაცი მავანი, ვიდრე თან მახლავს პატიოსან კაცის ღირსება. მე სალოცავი შენზე წმინდა არ გამაჩნია. შენი თვალებით დავინახე სამყარო ვრცელი… ვიდრე ცოცხალ ვარ გზას მინათებ,მწამს-თუ დავეცი, შენ ერთადერთი მეახლები ერთგული მცველი!
დღეს,როცა მეც მყავს შვილი, უფრო ლამაზი ჩანხარ, ბედნიერი ვარ შენით, მუდამ ჩემს გულში მყავხარ… ბევრჯერ გატკინე გული, ცრემლიც გადინე მე და- თუ გაწყენინე რამე- გთხოვ,მაპატიე დედა. ხარ ჩემი საფიცარი,