მე მეფიქრებით - ლექსები სიყვარულზე - ლექსები - Gtop.Do.aM - მაგარია
    

Gtop.Do.aM განათავსე შენი საიტი მორბენალ სტრიკონში კვირაში 1 ლარად ...
მენიუ
შესვლის ფორმა
შემთხვევითი სიახლე
[ქართულ ენაზე]
გასეირნება ყარაბაღში 2
[ვარსკვლავები]
ბარ რაფაელი(Bar Refaeli)
ძებნა
რეკლამა



მთავარი » ფაილები » ლექსები » ლექსები სიყვარულზე

მე მეფიქრებით
2012-02-15, 0:22 AM
თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!
კატეგორია: ლექსები სიყვარულზე | დაამატა: ADMIN
ნანახია: 728 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/9


სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი-ჩეთი
500
რეკლამა


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 80
სტატისტიკა




სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
რეკლამა




    


[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]