Gtop.Do.aM განათავსე შენი საიტი მორბენალ სტრიკონში კვირაში 1 ლარად ...
მენიუ
შესვლის ფორმა
შემთხვევითი სიახლე
[ლექსები დედაზე]
***
[რუსულ ენაზე]
გიენები / Hyenas (2011/HDRip)
ძებნა
რეკლამა



მთავარი » ფაილები » ლექსები » ლექსები დედაზე

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 28
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ჩატვირთვებით · ნახვებით
დედაშენი -
რვა ნომერ კენტს აბოლებს,
ჩემი ნენე -
მჭადზე ასვამს ჯვარებს,
დედაშენი -
შარვლით ტაძარს ამდორებს,
ჩემი ნენე -
ჩადრში მალავს ხატებს.
დედაშენი -
მერსედესით დადის და
ჩემი ნენე -
მიუძღვება გუთანს,
დედაშენს ჟა დორეს სუნი ასდის და
ჩემი ნენე ბალახის სუნს სუნთქავს.

თქვენთან როცა რიჟრაჟია მაშინ
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანა,
ბილბორდები გიშრიალებთ – ქარში -
ჩვენს სოფელში იბურძგლება ყანა.
ლექსები დედაზე | ნანახია: 1747 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

- დე…
- მეთამაშე, დე…
- მეძინება, დე…
- ზღაპარი მომიყევი, დე…
- მაკოცე ,დე..
- მომეფერე, დე…
- მიყვარხარ, დე…
- მშია, დე…
- წავალ რა, დე…
- მომწონს, დე…
- მგონი მიყვარს, დე…
- პატარა აღარ ვარ, დე…
- გავთხოვდი, დე…
ლექსები დედაზე | ნანახია: 1765 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

შენით თენდება, შენით ღამდება,
ჩემო ძვირფასო დედა!
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე
მე თუ ვაქციე ცრემლად

დედა შვილისთვის ყველაფერია,
შვილი დედისთვის-სევდა,
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი,
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ.

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები,
თვალ-სევდიანი რომ ხარ,
შეცდომებს აღარ გავიმეორებ
თუკი მეორედ მოვალ.

უცებ ბავშვივით გადავიქცევი
როცა მომაპყრობ მზერას,
ლექსები დედაზე | ნანახია: 1929 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

დე, იცი…
ღამით ცრემლი მომდის ხანდახან
და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი,
ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა
და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი.
დე, იცი…
მე მაჩუქეს, აპრილის კაბა
და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი,
მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა
არ ვიცი,
მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი.
დე, იცი…
მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული,
ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ,
საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული
რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ.
დე, იცი
ლექსები დედაზე | ნანახია: 1684 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

ბავშვობაში ჩემთან ერთად ტიტინებდა,
ჩემი თოთო ნაბიჯების უტყვი მცველი.
ვიტირებდი? –
ალბათ, ისიც იტირებდა…

ჩემს ლოყაზე შედგებოდა
დედის ცრემლი.
ახლა როცა,
მწუხარებამ ამატირა,
როცა სულში მომღერალი გედი ვნახე,
როცა ჩემი სიხარული გამარტივდა,
სიზმრად ისევ წარმომიდგა დედის სახე:
ჩემს საწოლთან ქვითინებდა დედაჩემი,
ლექსები დედაზე | ნანახია: 2582 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

როს „არას“ ნაცვლად – ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.

ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.

ახლა, – ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
ლექსები დედაზე | ნანახია: 1602 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

დედა შენდამი კითხვა გამიჩნდა
რად შემასწავლე მე სიყვარული
გესწავლა ჩემთვის მტრობა და შუღლი
ხომ არ ვიქნებოდი დღეს ასე ტანჯული სული

დედა იცი მე უკვე დამავიწყდა ის ვინც მიყვარდა
ის ვისაც ვუყვარდი ისიც კი ვისაც ვძულდი
ალბათ იმიტომ რომ დღეს აქ აღარ ვარ
ვეღარ განვიცდი მე გრძნობებს ადამიანურს

თუნდ ქალვაჟური თუნდ მეგობრული
უკვე სულერთია ჩემთვის ყველა სიყვარული
აღარ ვეკუთვნი იმ სამყაროს
სადაც ცოდვა მეფობს ადამიანზე

ეხლა მარადისობის გზებზე დავდივარ
და მხოლოდ იმისთვის ვტირივარ რომ ვიყავ ადამიანი
დავბადებულიყავი ნეტავი ლომად
ხომ ვიქნებოდი მეფე ყველა ცხოველთა სულის

მტანჯავს ეს ჩემი თავი ურჩი
და ჩემი საქციელი მტაჯნველი სულის
ვტირივარ მწარე ცრემლებს ვღვრი
მაგრამ გვიანია უკვე ეს სინანული
ლექსები დედაზე | ნანახია: 1739 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.

იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.

შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.

რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად
დასველებული გქონია მალვით
მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები
შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით.
ლექსები დედაზე | ნანახია: 1749 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

შენ დარე გქვია.
დედაჩემი, ჩემი დედა ხარ.
მე – შენი შვილი, ნიკოლოზი, დიდება უფალს!
მე არ მინდოდა, რომ შენ ასეთ დღეში გენახე,
მე არ მინდოდა, აგვსებოდა ცრემლებით უპე.
მე მახსოვს ის დრო, სხვანაირად როცა ვიყავით,
სულ სხვანაირად… სხვანაირად თბილოდა მაშინ
ჩვენს სახლში… მახსოვს (კარგად მახსოვს), როგორ ვიდავეთ
იმაზე, რომ მე აღარა ვარ პატარა ბავშვი.
არადა, ახლა რომ გიყურებ დილით მიმავალს
სამსახურისკენ, შეციებულს და წელში მოხრილს,
მე ვუბრუნდები იმ საღამოს, სწორედ იმავეს,
როცა დიდივით გაგეჯგიმე, ხმა დავიბოხე
და გადმოგხედე მედიდურად (არ მეცინება).
ვიყავით ორნი ოთახში და ციოდა გარეთ,
მე მივდიოდი, შენ ჩაიცვი შალის წინდები…
მთხოვე, რომ კარგად მომეხურა ოთახის კარი.
ლექსები დედაზე | ნანახია: 1582 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

ახლა გამახსენდა პატარაობა
როცა გავიგე დედის რაობა
ისიც გამახსენდა როგორ იტირე
როცა ცხოვრებაში პირველად გიყვირე
რამდენჯერ მაპატიე, რამდენჯერ შემინდე
ჩემგან დაფასებას ვერასდროს ეღირსე
ბევრჯერ აგატირე, ბევრჯერ გაგაბრაზე
და როგორც დედა არასდროს შეგაფასე
მესმოდა შენი გულის ჩუმი სინანული
მასზე ჩემი ფეხით უტიფრად სიარული
შენ დარიგებას მე ყურს ვარიდებდი
ჩემს თავს ტყუილზე დედას ვაფიცებდი
დედა მომიკვდესთქო ასე ვამტკიცებდი
შენზე ცუდის თქმასაც ბევრჯერ ვაპირებდი
ლექსები დედაზე | ნანახია: 2225 | გადმოწერილია: 0 | დაამატა: ADMIN | რიცხვი: 2012-02-15 | კომენტარები (0) 

1-10 11-20 21-28
მინი-ჩეთი
500
რეკლამა


თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

თქვენი საიტის ადგილი

გამოკითხვა
მოგწომთ საიტი?
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა




სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
რეკლამა




    


[ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]