თელადგორი 2012

 ამ ზაფხულს კარგად დავისვენე ,ორ ძმასთან ,ბებიასთან ,დედასთან და თუთიყუშ ჟაკოსთან ერთად ...თელადგორში ( კასპის რაიონი ) 1 თვე გავატარე.ნამდვილად არ მომიწყენია ,ბევრი მეგობარი მყავს იქ ,რომლებიც ჩემსავით ზაფხულობით ჩამოდიან .ვთამაშობთ ფეხბურთს ,ფრენბურთს ,კარტს ,ბადმინტონს ,ვკითხულობ წიგნებს ,განსაკუთრებით მიყვარს დეტექტივები...
  ზოგჯერ დავდივართ ლაშქრობებში,მდინარეზე ,ტყეში ,ვანთებთ კოცონს ,ვწვავთ მწვადებს და კარტოფილებს ,მოკლედ დროს მშვენივრად ვატარებთ ^_^ .სექტემბერში კი ზღვაზე ვაპირებ წასვლას ,ქობულეთში ,სადაც აგრეთვე ყოველ წელს დავდივარ ,სკოლის დაწყებამდე ,მერე კი ვბრუნდები ისევ ციხეში ( სკოლაში )და იწყება ტანჯვა  :((....
 

დემოტივატორები (ნაწილი II)


დემოტივატორები ,სასაცილო და საინტერესო სურათები სულ 50 ცალი...

დემოტივატორები (ნაწილი I)


დიდი ხნის პაუზის შემდეგ მე დაგიბრუნდით და გთავაზობთ სასაცილო და საინტერესო სურათებს, სულ 50 ცალს....

Street Art (ნაწილი II)

Street Art-  ქუჩის ხელოვნება (ნაწილი II) 50 ფოტო...

Street Art (ნაწილი I)

Street art-ქუჩის ხელოვნება (ნაწილი I)  სულ 50 ფოტო…

ნახატები ფოთოლზე

ნახატები ფოთოლზე სულ 16 ფოტო…

ამერიკელ მედიკოსთა ნაწილი თვლის, რომ უიტნი ჰიუსტონი მდუღარე წყალში ჩაახრჩვეს



ამერიკელი მედიკოსების ერთმა ჯგუფმა ლოს-ანჟელესის პოლიციას თხოვნით მიმართა, განიხილონ უიტნი ჰიუსტონის მკვლელობის ვერსია. ექიმები თვლიან, რომ „მომღერალი ადუღებულ წყალში ცოცხლად მოხარშეს“.ამ ეჭვს იმით ხსნიან, რომ აბაზანაში, რომელშიც ჰიუსტონი გარდაცვლილი ნახეს, სიკვდილის დადგომიდან რამდენიმე საათის შემდეგაც, წყალი პრაქტიკულად ისევ „მდუღარე“ იყო.ექიმების თქმით, ეს შეუძლებელია, რადგან „წყალი ისეთი ცხელი იყო, რომ მის შეხებასაც ვერ გაბედავდით. პოლიცია ტყუილად არ განიხილავს მკვლელობის ვერსიას“ - განაცხადა ექსპერტმა მედიცინის სფეროში დრიუ პერსკიმ.ეჭვს ისიც აღრმავებს, რომ როგორც საგამოძიებო დასკვნაში წერია, ჰიუსტონი აბაზანაში „თავით დაბლა“ მდგომარეობაში იყო, წყალი კი წითელი იყო, რადგან მას ცხვირიდან სისხლი სდიოდა.ექიმები არ იზიარებენ ვერსიას, რომელიც მომღერლის სიკვდილის მიზეზად დასახელდა (ნარკოტიკების ჭარბი დოზა) და სამართალდამცავებისგან მათ მიერ მითითებული გარემოებების შესწავლას მოითხოვენ....

მირანდა კერი პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ადამიანია


მირანდა კერი
მირანდა კერი პლანეტაზე ყველაზე ლამაზი ადამიანია. ტიტული პოპულარულმა მოდელმა ავსტრალიური ჟურნალის Who-ს გამოკითხვის შედეგად მოიპოვა.ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, ის თავის ოჯახზე საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მისი მეუღლე, მსახიობი ორლანდო ბლუმი და შვილი ფლინი არიან."დღეში 18 საათს ვმუშაობდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფლინი გამოჩნდა ყველაზე დიდ დროს მასთან ვატარებ. ჩემთვის ოჯახი ყოველთვის სამუშაოზე მაღლა დგას. პირველ რიგში მე მეუღლე და დედა ვარ". - ამბობს მოდელი.იქვე 28 წლის მირანდა აღნიშნავს, რომ ფლინის დაბადებამ ის და ორლანდო კიდევ უფრო დააახლოვა...

ცივი ჩაი მიხაკით

საჭირო მასალა: 5 ჩ.კ. შავი ჩაი, 2 ცალი მიხაკი, 1-2 ს.კ. შაქარი, 1 ლ. მდუღარე წყალი.
მომზადება: ჩაი და მიხაკი მოვათავსოთ ფაიფურის ჭორჭელში და დავასხათ 250 მლ. მდუღარე წყალი, გავაჩეროთ ასე 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავუმატოთ დანარჩენი წყალი, შაქარი და კარგად ავურიოთ. მზა ჩაი გადავწუროთ და შევდგათ მაცივარშ. როდესაც ჩაი კარგად გაცივდება, ავთქვიფოთ მიქსერით ან ბლენდერის საშუალებით, გადავანაწილოთ ჭიქებში და მივირთვათ ყინულთან ერთად....

“ყავა-გლიასე” შოკოლადითა და ვანილის შაქრით

საჭირო მასალა: 5 ჩ.კ. ხსნადი ყავა, 6 ჩ.კ. შაქარი, 500 მლ. რძე, 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი, 3 ჩ.კ. გახეხილი მწარე შოკოლადი, 100 გ. ვანილის ნაყინი.
მომზადება: ყავა და შაქარი ავურიოთ, დავასხათ კარგად გაციებული რძე და გავთქვიფოთ. სითხე გადავანაწილოთ სამ მოზრდილ ჭიქაში, ჩავუმატოთ ნაყინი, შოკოლადი და ზემოდან მოვაყაროთ ვანილის შაქარი....

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...